Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

ინფორმაცია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზაზა კანდელაკის თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრში განხორციელებული ვიზიტის თაობაზე

2024 წლის 17 ივნისს, თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ, ზაზა კანდელაკი იხილოვის სამედიცინო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, პროფესორ რონი გამზუს, სამედიცინო დირექტორს, პროფესორ იცხაკ შაფირასა და “Ichilov International” დირექტორს, ზეევ ლავის შეხვდა.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი ცენტრში არსებულ ინფრასტრუქტურულ, კლინიკურ და საგანმანათლებლო ბაზას გაეცნო. გარდა ამისა, ზაზა კანდელაკმა დაათვალიერა ცენტრის ჰემატო-ონკოლოგიური განყოფილება, სადაც საქართველოდან ბავშვები მკურნალობენ და გაესაუბრა მათ მშობლებს.