Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

ინფორმაცია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზაზა კანდელაკისა და სავაჭრო ქსელი „Rami Levy”-ის მფლობელის, რამი ლევის შეხვედრის თაობაზე

2024 წლის 10 ივნისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა სავაჭრო ქსელ „Rami Levy”-ის მფლობელთან, რამი ლევისთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველოში ისრაელური ბიზნესის ინტერესები. საუბარი ასევე შეეხო ისრაელის სახელმწიფოში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეტანასა და საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის პოტენციალს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საპატიო კონსულები ისრაელში: მენი ბენიში და იგალ ამედი.