საქართველოს ელჩი, ზაზა კანდელაკი იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში "მართლმადიდებლობის ზეიმის" სადღესასწაულო წირვას დაესწრო
2024 წლის 24 მარტს, ქ. იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში საქართველოს ელჩი, ზაზა კანდელაკი დაესწრო "მართლმადიდებლობის ზეიმის" სადღესასწაულო წირვას, რომელიც აღავლინა იერუსალიმის პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრებთან ერთად. საზეიმო წირვის შემდეგ, იერუსალიმის საპატრიარქოში, საქართველოს ელჩი დაესწრო პატრიარქის საზეიმო მიღებას იერუსალიმის პატრიარქთან და სინოდის წევრებთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ მსახურების დროს, პატრიარქის კურთხევით, ლოცვა „მამაო ჩვენო“ სხვა ენებთან ერთად წარმოითქვა ქართულ ენაზეც.