ინფორმაცია ისრაელის სახელმწიფოში შემოსვლის წესების თაობაზე, ქვეყნებისთვის, რომლებიც სარგებლობენ ისრაელთან უვიზო რეჟიმით
2025 წლის 1 იანვრიდან, იცვლება ისრაელის სახელმწიფოში შემოსვლის წესები ქვეყნებისთვის, რომლებიც სარგებლობენ ისრაელთან უვიზო რეჟიმით.
ისრაელში შემოსასვლელად, საჭირო იქნება გამოფრენამდე მინიმუმ 72 საათით ადრე ვებ გვერდზე რეგისტრაცია და წინასწარი ავტორიზაციის მიღება ( https://israel-entry.piba.gov.il ).
მოქალაქეებს, რომლებიც შეავსებენ აღნიშნულ აპლიკაციას, მიიღებენ ისრაელში გამომგზავრების ავტორიზაციას ორ წლამდე ვადით. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე შეიცვლის გვარს/სახელს ან გამოცვლის პასპორტს, ავტორიზაცია უნდა მიიღოთ ახლიდან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ავტორიზაცია არ წარმოადგენს საზღვრის კვეთის გარანტიას და მოქალაქეს მოუწევს გასაუბრების გავლა საზღვრის დაცვის ოფიცერთან.
2025 წლის 1 იანვრამდე, აპლიკაციის შევსება არის ნებაყოფლობითი და უფასო. 2025 წლის 1 იანვრიდან პროცედურა გახდება სავალდებულო და მისი საფასური იქნება 25 შეკელი.