ინფორმაცია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზაზა კანდელაკის ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარესთან, ამირ ოხანასთან შეხვედრის თაობაზე
2024 წლის 1 მაისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზაზა კანდელაკი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარეს, ამირ ოხანას შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს მეგობრობისა და თანამშრომლობის საკითხები და ორმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
საუბარი ასევე შეეხო კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში მიმდინარე პროცესებს.