ინფორმაცია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზაზა კანდელაკისა და ისრაელის სახელმწიფოს ეკონომიკის მინისტრის ნირ ბარკატის შეხვედრის თაობაზე
2024 წლის 5 სექტემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს ეკონომიკის მინისტრთან ნირ ბარკატთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს "საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" შეთანხმების პროექტის ინიცირებისა და გაფორმების თაობაზე. ასევე, საუბარი შეეხო საქართველო-ისრაელის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებისა და ისრაელის სახელმწიფოდან ინვესტიციების მოზიდვის საკითხებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საპატიო კონსულები ისრაელის სახელმწიფოში: მენი ბენიში და იგალ ამედი.