Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
The site works in a test mode
world

Lasha Zhvania

დაიბადა 1973 წლის 14 ოქტომბერს, ქ. თბილისში.

სამუშაო გამოცდილება:

2019 - დღემდე – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში;

2010 - დღემდე – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს კულტურის, მეცნიერებისა და სულიერების აღორძინებისა და განვითარების საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი;

2018 - 2019 – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი;

2009 – საკონსულტაციო და მენეჯმენტის კომპანიის Global Uni Group-ს დამფუძნებელი;

2008 - 2009 – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი;

2008 – საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი;

2005 - 2008 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში;

2005 - 2008 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში;

2004 - 2005 – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

2002 - 2003 – საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს წევრი;

2002 - 2003 – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

1998 - 2002 – პირველი მდივანი, კონსული, საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში;

1995 - 1998 – დიპლომატი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

1993 - 1995 – სტაჟიორი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

განათლება:

1998 – ადამიანის უფლებათა სასწავლო კურსი, ბირმინგემის უნივერსიტეტი.

1995 - 1998 – ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და დევნილთა სამართლის საკითხთა მკვლევარი (LLM), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

1995 ლიდსის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის კურსი (CPDS);

1995 საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი,

საერთაშორისო სამართლის სპეციალობა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ფლობს ქართულს, ინგლისურს, ივრითსა და რუსულს;

2004 წელს მიენიჭა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ოჯახური მდგომარეობა:

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.