ინფორმაცია საქართველოს ელჩის, ზაზა კანდელაკის მიერ იერუსალიმის პატრიარქთან, თეოფილე III-სთან გამართული შეხვედრის თაობაზე
2024 წლის 9 აპრილს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა იერუსალიმის პატრიარქთან, თეოფილე III-სთან, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებული აქტუალური საკითხები.
შეხვედრას ესწრებოდნენ იერუსალიმის საპატრიარქოს გენერალური მდივანი, მთავარეპისკოპოსი არისტარქოსი, საქართველოს კონსული ისრაელის სახელმწიფოში, ზურაბ სინჯარაძე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე, გიორგი მოდებაძე.