საქართველოს ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია შეხვდა ქნესეთის წევრ ამირ ოხანას. მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და მიმდინარე პოლიტიკური ვითარება, ასევე, ორი მეგობარი ქვეყნის პარლამენტებს შორის უფრო მტკიცე და საქმიანი ურთიერთობის პერსპექტივები.