ინფორმაცია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბექა დვალისა და ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერის, ამირ ოჰანას შხვედრის თაობაზე
2026 წლის 9 სექტემბერს, ქ. იერუსალიმში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერთან, ამირ ოჰანასთან. საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მჭიდრო და მრავალწლიან ურთიერთობებს, რომლებიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, მეგობრობასა და ორ ხალხს შორის არსებულ მტკიცე კავშირებს.