Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

სასარგებლო ინფორმაცია

ისრაელში მოგზაურობისა და სხვადასხვა სახის სასარგებლო ინფორმაცია გთხოვთ იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://geoconsul.gov.ge/ka

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებიან არალეგალურად და სურვილი აქვთ ნებაყოფლობით და ღირსეულად დაბრუნდნენ საქართველოში, ისრაელის სახელმწიფოს საიმიგრაციო სამსახური სთავაზობს დახმარებას საქართველოში გასამგზავრებელი ავიაბილეთების შეძენასა და სამგზავრო დოკუმენტების გაფორმებაში. ამ მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, ვისაც საკუთარი ნებით სურს ქვეყნის დატოვება და ისრაელის სახელმწიფოში იმყოფებიან არანაკლებ 6 თვე.

მსურველებს შეუძლიათ მიმართონ შემდეგ მისამართზე:

64 Mivtza Kadesh Street, Bnei Brak.
(სამუშაო საათები: 08:00-15:00, ტელ: 036982058, 036982059 და 036982061)


საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მოემგზავრებიან ისრაელში, გათავისულებული არიან ისრაელის საბაჟო გადასახადისაგან, შემდეგი სახის(რაოდენობის) პროდუქტის შემოტანისშემთხვევაში:

1. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პირადი ჰიგიენის საგნები - იმ რაოდენობით, რაც მიღებულია გადაიტანო ხელბარგით.
2. საგნები პირადი მოხმარებისთვის ან საჩუქრად, რომლის საფასური არ აღემატება 200$-ს, თითოეულ მგზავრზე 2 წლიდან. 200 აშშ დოლარს, თითოეულ მგზავრზე 2 წლიდან. ამ შემთხვევაში, მოქალაქეებს თან უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ნივთის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი). ამასთან, თუ იგი არის ხელოვნების ნიმუში (მაგ: ნახატი, ხატი ან მსგავსი ნაკეთობა), შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ნივთი არ წარმოადგენს კულტურულ მემკვიდრეობას და მას არ აქვს კულტურული ღირებულება.
3. ძლიერი ალკოჰოლური სასმელი 1 ლიტრამდე, ღვინო - 2 ლიტრამდე, თითოეულ მგზავრზე 18 წლიდან.
4. სპირტის შემცველი კოსმეტიკა - 0.25 ლიტრამდე.
5. თამბაქო - 250 გრამამდე.
6. სიგარეტი - 200 ცალამდე, რომელიც შეადგენს ერთ ყუთს (ბლოკს).
7. საკვები პროდუქტი პირადი მოხმარებისთვის ან საჩუქრად, რომლის ღირებულება არ აღემატება 200 დოლარს. ამ თანხის ფარგლებში შეიძლება 3 კგ-მდე საკვები პროდუქტის შემოტანა ისე, რომ თითოეული სახეობის წონა არ აღემატებოდეს 1 კგ-ს.

ისრაელის მოქალაქეების საყურადღებოდ!

საქართველოში გამგზავრებისას გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში აკრძალულია გარკვეული მედიკამენტების შეტანა (მედიკამენტების სრული ჩამონათვალი მოცემულია მიმაგრებულ ფაილში). თუ ჩამონათვალში მოცემული მედიკამენტ(ებ)ი გესაჭიროებათ პირადი მკურნალობისათვის, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია თან იქონიოთ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ან ექიმის მიერ გაცემული ცნობა ან რეცეპტი, რომელიც იქნება ნათარგმნი და დამოწმებული ისრაელის სახელმწიფოში არსებული წესის შესაბამისად. სრული ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ იხილოთ დამატებითი ინფორმაცია შემდეგ ვებ-მისამართზე:http://rs.ge/Default.aspx?sec_id=5982&lang=2#

 

 

საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეების საყურადღებოდ!

ისრაელის სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ისრაელისა და საქართველოს მოქალაქის ქორწინების საქართველოში რეგისტრაციის შემდეგ, ისრაელში გამომგზავრების მსურველმა საქართველოს მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ისრაელის შსს-ს მოსახლეობისა და საიმიგრაციო სამსახურიდან შესაბამისი თანხმობის მიღების გარეშე (ტურისტული ვიზით) საზღვარგარეთ ისრაელის მოქალაქეზე დაქორწინებული პირის ისრაელში შემოსვლა კანონით დაუშვებელია.

ისრაელის მოქალაქე, რომელიც დაქორწინდა საქართველოში საქართველოს მოქალაქეზე უნდა გამოცხადდეს ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურში, სადაც მეუღლის მოწვევისათვის უნდა წარადგინოს კანონით დადგენილი განაცხადი.

 

ისრაელის შსს-ში განაცხადის შეტანისთვის საჭირო დოკუმენტები:

  1. განაცხადის ფორმა ისრაელში შემოსვლის ვიზის მისაღებად მოსაწვევი პირისათვის;
  2. ქორწინების მოწმობის ორიგინალი, ნათარგმნი და დამოწმებული აპოსტილით;
  3. ორივე მეუღლის ფოტოები;
  4. ისრაელის მოქალაქის პირადობის მოწმობა;
  5. მოსაწვევი პირის უცხოეთის პასპორტი, რომლის მოქმედების ვადაა მინიმუმ 2 წელი;
  6. მეუღლეების მიერ ხელმოწერილი ახსნა-განმარტება მათ შორის კავშირის, თანაცხოვრების და ნაცნობობის ხანგრძლივობის შესახებ;
  7. მოსაწვევი პირის ქვემოთ აღნიშნული დოკუმენტები, ნათარგმნი (საჭიროების შემთხვევაში) და შესაბამისად დამოწმებული:
    1. მოსაწვევი პირის დაბადების მოწმობა. თუ წარმოდგენილია დაბადების მოწმობის ორიგინალი, მისი დამოწმება საჭირო არ არის;
    2. თუ მოსაწვევმა პირმა შეიცვალა სახელი/გვარი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან სახელის/გვარის შეცვლის თაობაზე;
    3. ცნობა ოჯახურ მდგომარეობის შესახებ, რომელიც ადასტურებს მოსაწვევი პირის ამჟამინდელ და წინა ოჯახური მდგომარეობის შესახებ სტატუსს;
    4. მოსაწვევი პირის ცნობა ნასამართლობის შესახებ. სახელის/გვარის შეცვლის შემთხვევაში ცნობაში აღნიშნული უნდა იყოს წინა სახელიც და/ან გვარიც;
    5. გასული წლის პერიოდის მტკიცებულებები, რომელიც მოწმობს კავშირის სინამდვილეს მეუღლეებს შორის: ისრაელში თანაცხოვრების ფაქტები, ერთობლივი ფოტოები, ბინის ქირის ხელშეკრულება, საერთო ანგარიშები, მეუღლეების ოჯახის წევრების, მეგობრების წერილები ან რეკომენდაციები წყვილის შესახებ (როგორ გაიცნეს ერთმანეთი და ა.შ.) რეკომენდატორებმა თავიანთ წერილს უნდა დაურთონ პირადობის მოწმობის ასლი და საკონტაქტო მონაცემები, ასევე ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელსაც საქმის გარემოებების გათვალისწინებით მოითხოვს მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახური.