Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

ბექა დვალი

დაბადების თარიღი და ადგილი

თბილისი, 1977 წლის 31 ივლისი

პროფესიული გამოცდილება

01.07.2026-დან - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში.

01.11.2022-30.06.2026 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრალიის თანამეგობრობაში, ასევე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქ. კანბერა) ახალ ზელანდიაში, ფიჯის რესპუბლიკაში, ტუვალუში, ტონგას სამეფოში, ვანუატუს რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებზე, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში. პასუხისმგებელი ურთიერთობებზე პაპუა ახალ გვინეასთან და კირიბატთან.

02.11.2012 - 31.10.2022 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ასევე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქ. პრეტორია) მოზამბიკის რესპუბლიკაში, მავრიკის რესპუბლიკაში, ბოცვანის რესპუბლიკაში, მადაგასკარის რესპუბლიკაში, ზამბიის რესპუბლიკაში, ზიმბაბვეს რესპუბლიკაში, ნამიბიის რესპუბლიკაში, ანგოლის რესპუბლიკაში, ლესოტოს სამეფოში, ესვატინის სამეფოში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მალავის რესპუბლიკაში.

2009-2012 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიაში.

2009 წელი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

2008 წელი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის მრჩეველი.

2004-2008 - ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი.

2002-2004 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს უფროსი.

2000-2002 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს მეორე მდივანი.

2000 წელი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს მესამე მდივანი.

1999 წელი -  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის სტაჟიორი.

განათლება

1999-2012 - გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსები საქართველოში და საზღვარგარეთ სამართალმცოდნეობის, სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების და კონფლიქტების გადაწყვეტის სფეროებში.

2001-2002 - ნიდერლანდების სამეფოს მაასტრიხტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა, მიიღო შედარებითი და ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხი.

1994-1999 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნის სპეციალობა, მიიღო იურისტის კვალიფიკაცია.
აკადემიური საქმიანობა და პუბლიკაციები

2021 - “ბოლოდროინდელი ტენდენციები საერთაშორისო სამართალში: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, “სამხრეთ აფრიკული წელიწდეული საერთაშორისო სამართალში” 45-ე გამოცემა/”Recent Developments in International law: judgment by the European Court of Human Rights in Georgia v. Russia”, South African Yearbook of International Law (SAYIL), Vol 45, https://unisapressjournals.co.za/index.php/SAYIL/article/view/9695 

2000-2004 - სტატიები/კვლევები კონსტიტუციური სამართლის, გარემოდაცვითი/ეკოლოგიური სამართლის და მედია სამართლის სფეროებში.

2001 - “ავსტრალიის სამართლებრივი სისტემა” და “ახალი ზელანდიის სამართლებრივი სისტემა”, კრებულში “საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლებრივი სისტემები”, გამოცემული თბილისში.

2000-2001 - მიწვეული ლექტორი შედარებით კონსტიტუციურ სამართალში და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში, საქართველოს დამოუკიდებელი დიპლომატიური აკადემია.

2000 - მონოგრაფია “სასამართლო ხელისუფლება საზღვარგარეთის ქვეყნებში”, შედარებითი კვლევა გამოცემული თბილისში, გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით

დიპლომატიური რანგი

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი