Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

მისასალმებელი სიტყვა

მისასალმებელი სიტყვა

მოგესალმებით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ელჩად წარდგენა უდიდესი პატივია, განსაკუთრებით ისტორიის ამ მომენტში. ეს რთული გარდამავალი პერიოდია და საქართველო დგას ისრაელის გვერდით.
საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრობა 26 საუკუნეს ითვლის და გვინდა, რომ ეს ისტორია ორივე ქვეყანაში შენარჩუნდეს.
1992 წლის 1 ივნისს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, საქართველოს ურთიერთობები ისრაელთან უფრო თბილი  გახდა. 
ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ისეთ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატიისა და ინდივიდუალიზმის პატივისცემა, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და ურთიერთპატივისცემა.
ისრაელის მხარდაჭერა თვალსაჩინო იყო 2008 წელს, როდესაც ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება რუსეთის აგრესიის შესახებ საქართველოსთან მიმართებით: „ისრაელი დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მოვლენების განვითარებას და იმედოვნებს, რომ ძალადობა დასრულდება. ისრაელი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მოუწოდებს.
ქართველებისთვის ისრაელი დიდი ხანია მიმზიდველი ტურისტული ადგილია. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისრაელთან ურთიერთობების გაღრმავება ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა სფეროებში.
საქართველოს საელჩო თვალს ადევნებს ისრაელსა და რეგიონში განვითარებულ პოლიტიკურ და სამხედრო ვითარებას. როგორც საქართველოს ელჩი ისრაელში, მოხარული ვარ გავაგრძელო მუშაობა, რომელიც მხარს უჭერს ისრაელსა და ჩვენს შესანიშნავ ორმხრივ ურთიერთობებს.
მსურს, ვითანამშრომლო ისრაელში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და მათ შევთავაზო ყველანაირი შესაძლო მხარდაჭერა, საქართველოსა და ქართველებს შორის თბილი ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით, ყველასათვის უკეთესი შესაძლებლობებით.
დღეს ჩვენ  ისრაელს ვუსურვებთ სტაბილურ და უსაფრთხო მომავალს.

ვიმედოვნებ, რომ ეს ვებ-გვერდი საინტერესო და სასარგებლო იქნება საქართველოს შესახებ ინფორმაციის მსურველთათვის.

გმადლობთ, რომ ეწვიეთ ამ ვებ-გვერდს.

პატივისცემით,
ზაზა კანდელაკი