ინფორმაცია დისტანციური სწავლების პროგრამა „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ თაობაზე
ძვირფასო თანამემამულენო, გვსურს გაცნობოთ, რომ საქართველოს განათლებლის, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება დისტანციური სწავლების პროგრამა „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ (https://distancelearning.mes.gov.ge), რომლის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებში ქართული ენის ფლობის დონის გაუმჯობესება, ეროვნულ-კულტურული იდენტობის განმტკიცება და განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, თანამედროვე დისტანციური სწავლების მექანიზმების გამოყენებით.
📌პროგრამა ეფუძნება საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში მოქმედ საგნობრივ სტანდარტებს, დიასპორის მხარდაჭერის სახელმწიფო პოლიტიკის დებულებებსა და დისტანციური სწავლების მარეგულირებელ საკანონმდებლო ჩარჩოს.
📌პროგრამის ფარგლებში სწავლების პროცესს ახორციელებენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები. სასწავლო მოდელი მორგებულია ემიგრანტი ბავშვებისა და მოზარდების ასაკობრივ, ენობრივ და კულტურულ თავისებურებებზე. დაფუძნებულია თანამედროვე პედაგოგიურ მიდგომებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე.
📌პროგრამა სრულად ფინანსდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ და განკუთვნილია 5-18 წლის ასაკის ემიგრანტი მოსწავლეებისთვის. ჯგუფებში განაწილება ხდება ასაკისა და ენის ფლობის დონის მიხედვით, რაც უზრუნველყოფს სწავლების ოპტიმალურ ხანგრძლივობას და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებას.
📌პროგრამის ადმინისტრირება სრულად ხორციელდება პორტალის საშუალებით, რაც მოიცავს სწავლების მართვისა და მხარდაჭერის სრულ ფუნქციონალს, მათ შორის:
🔹მოსწავლის ან მშობლის რეგისტრაციასა და ავტორიზაციას;
🔹 სასურველი პედაგოგისა და სასწავლო ჯგუფის შერჩევის შესაძლებლობას;
🔹 ყველა საჭირო სასწავლო რესურსზე ერთიან, წვდომას;
🔹 გაკვეთილების ორგანიზებულ, სტრუქტურირებულ და ტექნოლოგიურად გამართულ პროცესს.
📌გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, Microsoft TEAMS პლატფორმის საშუალებით.
🔗პროგრამაში ჩასართავად და პორტალზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, გამოიყენოთ შემდეგი ბმული: https://distancelearning.mes.gov.ge