ინფორმაცია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზაზა კანდელაკის ისრაელის სახელმწიფოს „2024 წლის საუკეთესო დიპლომატისა და საუკეთესო საპატიო კონსულის” დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობის მიღების თაობაზე
2024 წლის 1 ივლისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა მონაწილეობა მიიღო ისრაელის სახელმწიფოს „2024 წლის საუკეთესო დიპლომატისა და საუკეთესო საპატიო კონსულის” დაჯილდოების ცერემონიაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წევრები, საჯარო და კერძო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.
დაჯილდოების ცერემონიაზე ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საპატიო კონსულს მენი ბენიშს „2024 წლის საუკეთესო საპატიო კონსულის“ სიგელი გადაეცა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა კანდელაკმა.