საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზაზა კანდელაკი წმინდა სვიმეონ მირქმელის საფლავზე საზეიმო წირვას დაესწრო
2025 წლის 16 თებერვალს, კატამონში - წმინდა სვიმეონ მირქმელის საფლავზე, იერუსალიმის პატრიარქის თეოფილე III-ის მიწვევით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზაზა კანდელაკი, დეკანოზ შალვა კეკელიასთან ერთად დაესწრო საზეიმო წირვას, რომელიც აღავლინა იერუსალიმის პატრიარქმა.
წირვის შემდეგ საქართველოს ელჩი დაესწრო პატრიარქის საზეიმო მიღებას იერუსალიმის პატრიარქთან და სინოდის წევრებთან ერთად.