Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

ინფორმაცია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზაზა კანდელაკისა და ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრის, ავი დიხტერის შეხვედრის თაობაზე

2024 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრთან, ავი დიხტერთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, "საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" შეთანხმების დადების თაობაზე. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სამუშაო ჯგუფების შექმნისა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხებს.