Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

Tech Connect ბანაკი ქართველი ემიგრანტი და საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

ძვირფასო თანამემამულენო,

 

გაცნობებთ, რომ 2025 წლის 1 აგვისტოდან 6 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საქართველოს ინოვაციების დ ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით კახეთში გაიმართება Tech Connect ბანაკი ქართველი ემიგრანტი და საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.

ბანაკის მიზანია ადგილობრივი და ემიგრანტი სკოლის მოსწავლეების პროფესიულ განვითარების ხელშეწყობა და მათი STEAM და ინოვაციური მეწარმეობის მიმარ ინტერესის გაღვივება. ასევე, თანამშრომლობითი კავშირების ჩამოყალიბება, კულტურათაშორისი კავშირების შექმნა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართულია აღნიშნული პროექტი განხორციელებაში და უზრუნველყოფს უცხოეთში მცხოვრები მოზარდები მონაწილეობას Tech Connect ბანაკში, რომლის ფარგლებში მათ მიეცემა შესაძლებლობა გაეცნონ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახე საერთაშორისო ტენდენციებს, ჩაერთონ ტრენინგებსა და ვორკშოპებში STEAM მიმართულებებით და პროფესიის არჩევისას მიიღონ ცოდნასა და გამოცდილებაზ დაფუძნებული გადაწყვეტილება.

ბანაკში მონაწილეობა შეუძლია უცხოეთში მცხოვრებ 14-18 წლის 25 მოზარდს. ბანაკის განხორციელების დროს მონაწილე უკვე უნდა იყოს მინიმუმ 14 წლის. ბანაკი ხანგრძლივობაა 6 დღე. პროექტში მონაწილეთა საქართველოში ჩამოსვლა დ გამგზავრება არ ფინანსდება მომწვევი მხარის მიერ. ბანაკში მონაწილეობა და მასთა დაკავშირებული ხარჯები სრულად უზრუნველყოფილია სააგენტოს მიერ.

 ბანაკში მონაწილეთა მიღება უკვე დაწყებულია და გრძელდება 20 ივლისამდე. მონაწილეობის მსურველებმა აუცილებელია გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია. https://apps.mygita.ge/zs/0NEk1G