Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია საზღვარგარეთ; დიასპორის წევრების ჩართულობა ქართული კერძების, რეცეპტებისა და კულტურის გაცნობაში; კულინარიული ღონისძიებების, სასწავლო შეხვედრების და ბანაკების ორგანიზება, სადაც მონაწილეები აქტიურად შეისწავლიან ქართული კერძების მომზადებას; დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული რესტორნების, კულინარიული კლუბებისა და სკოლის პროექტების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით. 

 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
•    საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ  ორგანიზაციებს;
•    ქართულ საკვირაო სკოლებს;
•    საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს;
•    საზღვარგარეთ არსებულ ქართულ რესტორნებს და კულინარიულ კლუბებს;
•    სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს. 

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
•    შევსებული განაცხადის ფორმა;
•    განმცხადებლის, საქართველოს მოქალაქის მოქმედი პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
•    ადგილსამყოფელ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
•    პროექტის დეტალური აღწერა;
•    ხარჯთაღრიცხვა.

პროექტების შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება შემდეგ კრიტერიუმებს:
•    დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობის ხარისხი;
•    პროექტის მოსალოდნელი შედეგი;
•    პროექტის ინოვაციურობა და მდგრადობა;
•    პროექტის განხორციელებადობა და ხარჯთაღრიცხვის გამართულობა.

განაცხადი მიიღება 2026 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]  

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 10 სექტემბერს და ეცნობება გამარჯვებულ კანდიდატებს.

საგრანტო კონკურსის „ქართული გემო“ - დანართები:
-    პროგრამის აღწერა;
-    განაცხადის ფორმა;
-    ხარჯთაღრიცხვის ფორმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ელ-ფოსტა: [email protected]
ტელეფონი: (+995 32) 2 94 50 00