Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

ინფორმაცია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზაზა კანდელაკისა და ისრაელის სახელმწიფოს კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიკი ზოჰარის შეხვედრის თაობაზე

2025 წლის 18 თებერვალს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიკი ზოჰართან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, რაც ხელს შეუწყობს უკვე არსებული ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და ქვეყნებს შორის უფრო მეტ დაახლოებას.