ინფორმაცია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზაზა კანდელაკის ბარ-ილანის უნივერსიტეტში ვიზიტის თაობაზე
2024 წლის 22 ივლისს, ბარ-ილანის უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, დოქტორ ფილხაზ მ. ნანიკაშვილის ორგანიზებით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზაზა კანდელაკი ბარი-ილანის უნივერსიტეტს ეწვია და უნივერსიტეტის პრეზიდენტს, არი ზაბანს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების საკითხზე ისაუბრეს.
ელჩმა ასევე დაათვალიერა უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრები და მეცნიერ-მკვლევარებს გაესაუბრა.