Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

ინფორმაცია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზაზა კანდელაკის ქართული ცეკვის აკადემიის "ებრაონი"-ის დაარსების ოფიციალურ ცერემონიაზე დასწრების თაობაზე

2025 წლის 25 თებერვალს . აშდოთში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზაზა კანდელაკი ქართული ცეკვის აკადემიის "ებრაონი"-ის დაარსების ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ღონისძიებაზე შეიკრიბნენ აშდოთის ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები.

საქართველოს ელჩმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, ისაუბრა ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, წარმატება უსურვა ცეკვის აკადემიას დაწყებულ საქმიანობაში.