ინფორმაცია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზაზა კანდელაკის ბავშვთა გულის დაავადებათა სამედიცინო ცენტრში - “Save A Child’s Heart” ვიზიტის თაობაზე
2024 წლის 30 სექტემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზაზა კანდელაკი ქ. ხულონში ბავშვთა გულის დაავადებათა სამედიცინო ცენტრს - “Save A Child’s Heart” ეწვია.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, ელჩი ცენტრში არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და განიხილა კლინიკაში ქართველი ბავშვების მკურნალობის საკითხი.