Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

ინფორმაცია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზაზა კანდელაკისა და „18 ქართველ ებრაელთა“ წერილის ხელმომწერი პირის, მოშე ელაშვილის შეხვედრის თაობაზე

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზაზა კანდელაკი „18 ქართველ ებრაელთა“ წერილის  უკანასკნელ ცოცხალ ხელმომწერ პირს, მოშე ელაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე მოშე ელაშვილმა გაიხსენა 1969 წლის 6 აგვისტოს 18 ქართველი ებრაელის მიერ გაეროსთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც ისინი ღიად ითხოვდნენ თავისუფლებას. აღსანიშნავია, რომ “18 ქართველი ებრაელის წერილი“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ებრაელების ისტორიაში, რომელიც გზას უხსნის საბჭოთა ებრაელების დამკვიდრებას სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ისრაელში.