Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება.

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში.

თქვენ 4 წლის ვადით ირჩევთ საქართველოს პარლამენტს.

სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30- დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე. საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის.

საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნები

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად:

·         თქვენ უნდა იმყოფებოდეთ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოთ რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

·         თუ არ ხართ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ გაქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, 2024 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა) მას შემდეგ რაც შეიქმნება საარჩევნო უბანი, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, ან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნების პერიოდში, არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა (7 ოქტომბრის ჩათვლით), ამომრჩეველი თავისუფლდება საკონსულო აღრიცხვისთვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის გადახდისგან;

·         საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

თქვენი საარჩევნო უფლებების და არჩევნების შესახებ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მოგვწერეთ ვებგვერდის (cesko.ge) ან ცესკოს სოციალური ქსელის ჩათის საშუალებით

ან დაგვირეკეთ:

კონტაქტ-ჰაბი  +995 32 2 51 00 51

ონლაინ ჩათი 

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ  ვებგვერდებზე:

https://www.geoconsul.gov.ge/

https://sda.gov.ge/?page_id=4118
 

ინფორმაცია საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების სიების ფორმირების და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ
 

ხელახალი კონკურსი საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების და წევრების ვაკანტურ ადგილებზე
 

კონკურსი საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების და წევრების ვაკანტურ ადგილებზე
 

განკარგულება საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისა და სამდივნოს შექმნის შესახებ
 

განკარგულება საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსის წესის, პირობების, ვადებისა და არჩევის წესის განსაზღვრის თაობაზე
 

განკარგულება 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

https://cesko.ge/ge/archevnebi/2024/parlamentis-archevnebi-2024/inpormacia-sazgvargaret-mkopi-amomrchevlebistvis