საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზაზა კანდელაკისა და ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარის, ამირ ოხანას შეხვედრის თაობაზე
2025 წლის 4 თებერვალს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზაზა კანდელაკი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარეს, ამირ ოხანას შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები.