ინფორმაცია ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ელჩის მიერ რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შესახებ
2024 წლის 21 თებერვალს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა კანდელაკმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ისრაელის სახელმწიფო პროტოკოლის უფროსს, ბატონ გილ ჰასკელს.
აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი მხარს უჭერს ისრაელის სახელმწიფოს და სრულ სოლიდარობას უცხადებს მას.
მხარეებმა, მიმოიხილეს რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარება და ასევე, ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო გეგმებზე.