ინფორმაცია ენისის კულტურის ცენტრში რეჟისიორ ელენე ნავერიანის ფილმის „შაშვი, შაშვი, მაყვალის“ ჩვენების თაობაზე
2024 წლის 7 მარტს, ქ. თელ-ავივში ენისის კულტურის ცენტრში, საქართველოსა და შვეიცარიის საელჩოებისა და იერუსალიმის კინოფესტივალის თანამშრომლობით, გაიმართა რეჟისიორ ელენე ნავერიანის ფილმის „შაშვი, შაშვი, მაყვალის“ ჩვენება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წევრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ასევე, ისრაელში მცხოვრები ქართული დიასპორის წევრები.
ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოსა და შვეიცარიის ელჩებმა.