ინფორმაცია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზაზა კანდელაკის ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის - „შალვას“ 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტზე დასწრების თაობაზე
2024 წლის 28 მაისს, ქალაქ ბეერ-შევაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზაზა კანდელაკი ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის - „შალვას“ 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კონსული ისრაელის სახელმწიფოში, ზურაბ სინჯარაძე, ბეერ-შევის მერი რუვიკ დანილოვიჩი და ქართველი ებრაელთა საზოგადოების წევრები.
ღონისძიების სტუმრებს, სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა კანდელაკმა და ბეერ-შევის მერმა, რუვიკ დანილოვიჩმა.