ინფორმაცია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზაზა კანდელაკისა და ისრაელის სახელმწიფოს ტურიზმის მინისტრის ხაიმ კაცის შეხვედრის თაობაზე
2024 წლის 4 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს ტურიზმის მინისტრთან ხაიმ კაცთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ქვეყნების ტურისტული პოტენციალი და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს ორმხრივი შეხვედრების დაგეგმვისა და დელეგაციების გაცვლის შესაძლებლობებზე.