ინფორმაცია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზაზა კანდელაკისა და ისრაელის სახელმწიფოს რეგიონალური თანამშრომლობის სამინისტროს გენერალური დირექტორის გილად შედმონის შეხვედრის თაობაზე
2024 წლის 29 აგვისტოს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს რეგიონალური თანამშრომლობის სამინისტროს გენერალურ დირექტორთან გილად შედმონთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ასევე ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების გაძლიერების საკითხები.