ინფორმაცია ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბექა დვალისა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიშელ ბუსკილას შეხვედრის თაობაზე
2026 წლის 26 აგვისტოს, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბექა დვალმა შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიშელ ბუსკილასთან.
შეხვედრისას, ორივე მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებისა და სხვადასხვა სფეროში არსებული პარტნიორული კავშირების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.
