ახალგაზრდული ბანაკები სოფ. ანაკლიაში და შაორის ტბის მიმდებარედ
„ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებით, სოფ. ანაკლიაში (19 - 25 აგვისტო) და შაორის ტბის მიმდებარედ (12 - 18 აგვისტო) ახალგაზრდული ბანაკები ხორციელდება.
ბანაკებში მონაწილეობა შეუძლია უცხოეთში მცხოვრებ 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდს. საზაფხულო ბანაკში დასვენების ხანგრძლივობაა 5 დღე.
პროექტში მონაწილეთა საქართველოში ჩამოსვლა და გამგზავრება არ ფინანსდება მომწვევი მხარის მიერ. ქვეყნის შიგნით მონაწილეთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო გადაადგილებისას უსაფრთხოებას - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, ა. წ. 4 აგვისტომდე წარმოადგინოთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected]
- 1 ფოტოსურათი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- მშობლის/მეურვის თანხმობის შევსებული ფორმა (დანართი 3).
მონაწილეობის მსურველთა სია გაეგზავნება სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს. სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ მონაწილეებს ეცნობებათ დამატებით.