საგრანტო პროგრამა „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“
2022 წელს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“ მიზანია საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გატარების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ჩართვა, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის გაზრდა და საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურების ხელშეწყობა, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის პოპულარიზაცია, აგრეთვე, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა, ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა, პროგრამის ზემოაღნიშნული მიზნების საინფორმაციო მხარდაჭერა.
საგრანტო თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 500000 ლარს და კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს გადაეცემა არაუმეტეს 30000 ლარი.
პროექტის წარდგენა შესაძლებელია 2022 წლის 1 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: [email protected]
დამატებითი ინფორმაციისთვის: https://t.ly/4QHkZ