Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

საგრანტო პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“

პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული ქმედებებისა და ღონისძიებების განხორციელება, საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნა, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება. 

პროგრამის ფარგლებში, განაცხადების წარმოდგენის ვადაა 2022 წლის 1 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით პერიოდი. კონკურსში გამარჯვებულ „ახალგაზრდა ელჩებს“, წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებისთვის, თითოეულს გადაეცემა არაუმეტეს 10 000 ლარი.

საკონკურსო განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის (ქართულ ენაზე ან ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის) მიღება მოხდება მხოლოდ ელექტრონულად, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე - [email protected].

დამატებითი ინფორმაციისთვის: https://t.ly/vQBL