ინფორმაცია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზაზა კანდელაკისა და ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილის ჯოზეფ დრაზნინის შეხვედრის თაობაზე
2024 წლის 10 სექტემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილესთან ჯოზეფ დრაზნინთან.
შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.