ინფორმაცია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზაზა კანდელაკისა და ისრაელის სახელმწიფოს ინოვაციების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის, გილა გამლიელის შეხვედრის თაობაზე
2024 წლის 12 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს ინოვაციების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრთან, გილა გამლიელთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამუშაო ჯგუფების შექმნისა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხები.