ინფორმაცია ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბექა დვალის მიერ ისრაელის ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მიღების თაობაზე
2026 წლის 7 სექტემბერს, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბექა დვალმა, ევროკავშირის, ინდოეთისა და ეკვადორის ელჩებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ისრაელის ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების კონფერენციაში (National Food Security Conference 2050).
საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილების, აგრარული სექტორის მდგრადობის, სასურსათო უსაფრთხოების, სავაჭრო კორიდორების და მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოების საკითხებისადმი საქართველოს მიდგომებზე.
