Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

ინფორმაცია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბექა დვალისა და ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერის, ამირ ოჰანას შხვედრის თაობაზე

 

2026 წლის 9 სექტემბერს, . იერუსალიმში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერთან, ამირ ოჰანასთან.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მჭიდრო და მრავალწლიან ურთიერთობებს, რომლებიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, მეგობრობასა და ორ ხალხს შორის არსებულ მტკიცე კავშირებს.

საქართველოს ელჩმა და ქნესეთის თავმჯდომარემ გაცვალეს მოსაზრებები ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და გაძლიერების პერსპექტივებზე, მათ შორის საპარლამენტო თანამშრომლობასა და საერთო ინტერესის სხვა სფეროებზე.