საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზაზა კანდელაკისა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექრორის, ედენ ბარ ტალის შეხვედრის თაობაზე
2025 წლის 8 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ დირექრორთან, ედენ ბარ ტალთან.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.