Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზაზა კანდელაკისა და იერუსალიმის პატრიარქის, თეოფილე III-ს შეხვედრის თაობაზე

2025 წლის 9 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა იერუსალიმის პატრიარქთან, თეოფილე III-სთან, შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს კონსული ისრაელის სახელმწიფოში, მაკა ოძელაშვილი.

აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოს საელჩოსა და იერუსალიმის საპატრიარქოს შორის არსებული აქტუალური საკითხები, ასევე ახლო აღმოსავლეთში არესებული ვითარება.

პატრიარქმა აღნიშნა საქართველოს, როგორც მართმადიდებელი სახელმწიფოს ისტორიული მნიშვნელობა და გამოხატა მზადყოფნა მაქსიმალურად მჭიდროდ ითანამშრომლოს საელჩოსთან.