ინფორმაცია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზაზა კანდელაკისა და ქ. ხულონის მერის, შაი ქეინანის შეხვედრის თაობაზე
2024 წლის 5 ივლისს, ქალაქ ხულონში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა ქალაქის მერთან, შაი ქეინანთან.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო ხულონისა და ქუთაისის დამეგობრობის საკითხს. გამოითქვა ქუთაისსა და ხულონს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ინიცირებისა და გაფორმების მზაობა.