Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

საგრანტო პროგრამა „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“

ქვეყნის განვითარების პროცესში დიასპორის უფრო აქტიური ჩართულობის და საზღვარგარეთ საქართველოს და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, საგრანტო პროგრამის „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ ფარგლებში, კონკურსის წესით, დაფინანსდება უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობას.

საგრანტო თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 150 000 ლარს და კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს გადაეცემა არაუმეტეს 10 000 ლარისა (აღნიშნული თანხა მოიცავს ანსამბლების მიერ შეძენილი ფორმების, ინსტრუმენტების თუ სხვა ინვენტარის ტრანსპორტირების ხარჯს).

პროექტის წარდგენა შესაძლებელია 1 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: [email protected] 

  დამატებითი ინფორმაციისთვის: https://t.ly/WFAJ