საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში აცხადებს სტაჟირებას
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი.
სტაჟირების პერიოდი: 3 თვე.
სტაჟიორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ელჩის სამდივნოს და საკონსულო საქმიანობის ხელშეწყობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სახელმწიფო ენის ცოდნა;
- უცხო ენები - ინგლისური და ივრითული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული (საოფისე) პროგრამები;
- სამდივნო საქმიანობის ცოდნა (სასურველია).
პიროვნული მახასიათებლები:
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები:
1. CV;
2. ავტობიოგრაფია;
3. დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
4. პასპორტის ასლი;
5. ისრაელში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
6. ერთი ფოტოსურათი (3X4).
განაცხადების მიღება მოხდება 2022 წლის 20 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით ელექტრონულად, მოცემულ ელ-ფოსტაზე: [email protected]
სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი და არ გულისხმობს სამომავლო დასაქმების ვალდებულებას.