Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

ინფორმაცია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზაზა კანდელაკისა და ისრაელის სახელმწიფოს ინოვაციების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის, გილა გამლიელის შეხვედრის თაობაზე

2024 წლის 12 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს ინოვაციების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების  მინისტრთან, გილა გამლიელთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამუშაო ჯგუფების შექმნისა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხები.