ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ისრაელის პრეზიდენტის მისი აღმატებულება ისააკ ჰერცოგის მიმართვა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
მეგობრებო, მოხარული ვარ მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე ისრაელის პრეზიდენტების სასახლიდან.
ჩვენს სახელმწიფოებს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებთ. ეს არის თბილი, სტაბილური კავშირი, რომელიც სხვადასხვა დარგში საამაყო პარტნიორობას მოიცავს. ეს არ არის მხოლოდ მთავრობებსა და პარლამენტებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები, ეს არის ახლო პირადი ურთიერთობების მთელი წყობა კულტურებს და ხალხებს შორის ათასწლოვანი წარსულით და რა თქმა უნდა, საქართველოში ებრაული თემის ცხოვრების არაჩვეულებრივი ისტორია.
ისრაელი და საქართველო გვანან ერთმანეთს და ახლოს არიან ერთმანეთთან - ჩვენი ორივე ქვეყანა გზაჯვარედინებზე არიან განლაგებულები - გეოგრაფიულ გზებზე, რომლებიც იშლებიან კონტინენტებს, მთებსა და მდინარეებს შორის და უფრო მეტიც - რელიგიურ, კულტურულ და ისტორიის გზაჯვარედინებზე. ძველსა და ახალს შორის, მემკვიდრეობასა და განახლებას შორის.
ჩვენს ხალხებს შორის არნახულად კარგი და ემოციური გადაკვეთა პრეზიდენტების სასახლიდან არც ისე შორს, ჯვრის ველზე, ჯვრის მონასტერში შედგა, როდესაც საქართველოს ცნობილი პოეტი შოთა რუსთაველი, რომლის პოემის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მოვიდა იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში, რომელიც აქ, ისრაელის პრეზიდენტების სასახლესთან ახლოს მდებარეობს. შოთა რუსთაველის და წმინდა მიწის ერთმანეთთან შეხვედრის შედეგი ყოველი ჩვენგანისთვის ცნობილია “ვეფხისტყაოსნით”. შესანიშნავი პოემა, ხელოვნების ნიმუში და მთელი მსოფლიოს კულტურული მონაპოვარი შეიქმნა აქ, ამ მიწაზე. ისე, რომ გზაჯვარედინისკენ მომავალმა ერთმა მოსახვევმა ასე მოიყვანა გამორჩეული ქართველი პოეტი ისრაელში და მსოფლიო კულტურა განსაცვიფრებელ სიმაღლეებზე.
ჩვენ დღესაც ვართ გზაჯვარედინებზე და ამჯერად ჩვენი ორივე ერი ერთად მიუყვება გზას საერთო ბილიკზე.
ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებმა ფესვები გაიდგა და ბევრი შედეგი გამოიღო. მათ შორის, თითქმის 3000-წლიანი საერთო ისტორია, ქართველების არაჩვეულებრივი თემი ისრაელში, როგორც უკვე ვახსენე და ებრაელთა წარმატებული თემი საქართველოში.
მრავალფეროვან ტურიზმთან ერთად, კულტურის, ეკონომიკის და ბევრ სხვა სფეროში თანამშრომლობასთან ერთად, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელმძღვანელობას და განსაკუთრებით თქვენ, საქართველოს ელჩო ლაშა ჟვანია, მხარდაჭერისთვის და რეაგირებისთვის ყველაზე მგრძნობიარე საკითხებში.
ჩვენ ვითხოვთ და გვაქვს იმედი, რომ თანამშრომლობა გაფართოვდება სხვა სფეროებში, როგორიცაა საქართველოს კულტურული ცენტრის გახსნა იერუსალიმში და მე სიხარულით ველოდები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოსალოდნელ ვიზიტს, რომელიც ჩემი პირადი მეგობარია, ვისაც მრავალი წელია ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ.
ვლოცულობ, რომ ჩვენი საერთო გზა გაგრძელდება, განვითარდება და წარმატებული იქნება. ეს არის პარტნიორობა, რომელიც შექმნის მომავალს, რომელშიც ჩვენი შვილები და მომავალი თაობები ამისთვის მადლობას გადაგვიხდიან.
26.05.2022