Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

მისასალმებელი სიტყვა

ძვირფასო სტუმარო,

მოგესალმებით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ქართველ და ებრაელ ერებს შორის კავშირები ათასწლეულებს ითვლის. ჩვენს ორ ხალხს ტრადიციულად აკავშირებთ მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული, რაც ქმნის მყარ საფუძველს 
რომ საქართველოს და ისრაელის სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, განათლების, ტურიზმის, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სფეროებში.

ქართველები ვამაყობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და მდიდარი ტრადიციებით. ამავე დროს, თანამედროვე საქართველო არის მომავალზე ორიენტირებული სახელმწიფო, რომელიც მუდმივად ცდილობს განავითაროს თავისი დემოკრატიული, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური პოტენციალი, გააძლიეროს როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო პარტნიორობა სხვადასხვა ქვეყნებთან. გვჯერა, რომ მეგობარ ქვეყნებთან, მათ შორის ისრაელთან, პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება და გაფართოვება ქმნის ახალ შესაძლებლობებს მეტი საერთო წარმატებისა და პროგრესის მისაღწევად.

ამ ვებ-გვერდის მიზანია საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიღების და საელჩოსთან კომუნიკაციის გამარტივება, როგორც საქართველოს, ასევე, ისრაელის მოქალაქეებისთვის. 

საელჩოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საქართველოს მოქალაქეების ეფექტური საკონსულო მომსახურება, ჩვენს თითოეულ თანამემამულესთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნება და განვითარება. ასევე, ჩვენს პრიორიტეტებს შორის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ისრაელის მოქალაქეებს საქართველოს მრავალმხრივი შესაძლებლობების აღმოჩენაში და კავშირების გაღრმავებაში.

მჯერა, რომ ჩვენი სახელმწიფოები შეძლებენ, კიდევ უფრო ეფექტურად ითანამშრომლონ საერთო წარმატებისა და კეთილდღეობისთვის. უდიდეს პატივად მივიჩნევ შევიტანო ჩემი მოკრძალებული წვლილი ამ პროცესში.

პატივისცემით,

ბექა დვალი
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
ისრაელის სახელმწიფოში

1 ივლისი, 2026 წელი